ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროებისა და შსს-ს თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობაში ეჭვმიტანილები და მათი ხელშემწყობი პირები დააკავეს, რომელთა ვინაობა ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.
აფხაზი სამართალდამცავების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა 2015 წლის 18 მარტს, საღამოს 21 საათზე ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში შედანიების ოჯახი დააყაჩაღეს. იგივე ჯგუფი, 22 მარტს, შუაღამისას ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჩხორთოლში ზუხბაიების ოჯახს თავს დაესხა.
ორივე ფაქტზე შესაბამის ორგანოებში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება გრძელდება.
ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის პრესს-ცენტრის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი AK-74 და საბრძოლო მასალა.
მასალის გამოყენების პირობები