აქციის მონაწილეები მარტვილის გამგებელ ალექსანდრე გრიგალავასგან ითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ შეჩერდა სოფელ ქვაითის გზის მშენებლობა.
სოფლის მაცხოვრებლები გამგებელს უპასუხისმგებლობასა და უნიათობაში ადანაშაულებდნენ. ისინი ამბობენ, რომ გზა, რომელიც სოფელს რაიონულ ცენტრთან აკავშირებს მწყობრიდან არის გამოსული და წვიმიან ამინდში გადაადგილება შეუძლებელია.
"სასწრაფო დახმარების მანქანა სოფელში წვიმის დროს ვერ ჩამოდის, სხვა შემთხვევებში ძალიან დიდი დრო სჭირდება ჩამოსასვლელად. ბავშვებს სკოლაში სიარული უჭირთ,"- აცხადებენ აქციის მონაწილეები ჟურნალისტებთან.
სოფელ ქვაითის მცხოვრებლების ინფორმაციით, გამგეობამ ტენდერი გზის მშენებლობაზე ფარულად გამოაცხადა, შემდეგ კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გზის მშენებლობის სამუშაოების ჩატარების საშუალება არ მისცა.
მასალის გამოყენების პირობები