ხმაური იყო სენაკის სასამართლოში, სადაც მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის დაკავებული რომეო არახამიას აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობდნენ.
არახამიას ოჯახის წევრები მის უკანონო დაკავებაზე საუბრობენ და პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, არახამიას მარიხუანა "პოლიციამ ჩაუდო" და ის უდანაშაულოა. ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, სამართლებრივი პროცესის არაობიექტურად წარმართვის შემთხვევაში, არახამია გეგმავს პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს.
პატიმრის ახლობლები და ოჯახის წევრები იმ პირებთან შეხვედრას ითხოვენ, რომლებმაც, მათი მტკიცებით, არახამიას მარიხუანა "ჩაუდეს".
მასალის გამოყენების პირობები