მწვანე სახურავები მსოფლიოში ახალი და სასარგებლო ტენდენციაა.მისი უპირატესობა კი ყველასთვის ნათელია:ენერგიის დაზოგვა,ჰაერის გაწმენდა,ლამაზი და სასიამოვნო სარეკრეაციო ზონა ადამიანებისათვის და საცხოვრებელი ადგილი ფრინველებისთვის.
სწორედ ამიტომ, საფრანგეთის მთავრობის ახალი რეგულაციის მიხედვით,კომერციულ ზონებისა და ყველა ახალაშენებული სახლის სახურავზე გამწვანების ან მზის ბატარეების ქონა აუცილებელი ხდება.
მწვანე სახურავებს იზოლაციური ეფექტი აქვთ, რაც ამცირებს შენობის მიერ მოხმარებული ენერგიას, ხელს უწყობს ზამთარში ეფექტურ და ეკონომიურ გათბობასა და ზაფხულში გაგრილებას.
მსგავსი პროექტები უკვე პოპულარულია გერმანიასა და ავსტრალიაში. კანადაში კი ეს კანონი 22009 წელს მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები