რუბრიკები
გამარტივებული შესყიდვები და ზუგდიდის საკრებულოს შენიშვნები მერიას (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მერიის მისამართით შენიშვნები და პრეტენზიები ორჯერ გამოითქვა. ორივე შემთხვევაში საქმე  გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვას ეხებოდა. ქალაქ ზუგდიდის მერია გამარტივებულ შესყიდვებს "სიყვარულის დღის"აღსანიშნავად და სააღდგომოდ, მოქალაქეების უფასო ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად ითხოვდა. ორივე შემთხვევაში მერია, განმარტებითი ბარათის თანახმად, გამარტივებულ შესყიდვას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნიდა. ტრანსპორტით მომსახურების გამარტივებულ შესყიდვას მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო რაც შეეხება "სიყვარულის დღესთან"  დაკავშირებულ მოთხოვნას, მას ორი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ბათლომე შელია და ანა წითლიძე შეეწინააღმდეგა. თავი "თავისუფალი დემოკრატების"ასევე ორმა წევრმა - ნუგზარ სარიამ და ლაშა ფარცვანიამ შეიკავა. "აღდგომა რომ ახლოვდებოდა, ეს თარიღი მერიისთვის გასაიდუმლოებული არ იყო და დამალული არ იქნებოდა. მერიას ჰქონდა ამისთვის საკმარისი დრო, რომ გამოეცხადებინა ტენდერი. ამ შემთხვევაში, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ, თუმცა მერიას მოვუწოდებ, გამარტივებული შესყიდვების მიმართ გონიერება გამოიჩინოს", - თქვა საკრებულოს წევრმა "თავისუფალი დემოკრატებიდან" ლაშა ფარცვანიამ. მის შენიშვნას დაეთანხმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა, რომელმაც აღნიშნა, რომ მერიას ამ საკითხზე თავის დროზე უნდა ეფიქრა და ემუშავა. "ეს მართლაც ერთ-ერთი ხარვეზია, თუმცა მიუხედავად ამისა ამ საკითხს ამ შემთხვევაში ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე გიორგი თოდუამ. "რესპუბლიკელების" მსგავსად, მერიის აღნიშნულ მოთხოვნას მხარი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმაც დაუჭირეს. თუმცა, შეხვედრაზე მათ ყურადღება მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილეს. ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ უპასუხა. მისი ინფორმაციით, მერია მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით კომპლექსურ ცვლილებებს გეგმავს და ისინი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ. გარდა ამისა, ქვარაიამ სხდომაზე აღნიშნა, რომ საკრებულო გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით მერიას რეკომენდაციებით მიმართავს. მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის ხათუნა დარასელიას განცხადებით, "სიყვარულის დღის" აღნიშვნა მანამდე არ იგეგმებოდა, თუმცა მისი თქმით ახალგაზრდების მხრიდან მაღალი ინტერესისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, მერიამ ამ დღის აღნიშვნა გადაწყვიტა, რასაც  გამარტივებულ  შესყიდვაზე მოთხოვნა მოჰყვა. დარასელიას არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა "თავისუფალი დემოკრატებისთვის", ხოლო "რესპუბლიკელების"თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად მომავალში მეტი მუშაობაა საჭირო. "სიყვარულის დღესთან" დაკავშირებული ღონისძიებისთვის მერიამ 5 600 ლარი გამოყო, ხოლო ტრანსპორტის მომსახურებაზე 2 266 ლარი. რადიო "ათინათი" გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ის თათბირზე იმყოფებოდა და არსებულ კითხვებზე პასუხს მოგვიანებით გაგვცემდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.