ავტომობილების ნავიგატორების მწარმოებელმა კომპანია TomTom-მა ყველაზე „საცობიანი“ ქალაქების რეიტინგი შეადგინა.
რეიტინგს, რომელიც 2014 წლის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი, სტამბოლი ლიდერობს. შემდეგ მოდის: მეხიკო და რიო-დე-ჟანეირო. მეოთხე ადგილზეა მოსკოვი, რომელიც 2012 და 2013 წლების რეიტინგების პირველი ადგილი იყო.
ნავიგატორების მწარმოებელი კომპანია, თავისუფალ გზებზე გადაადგილების სისწრაფეს ადარებს იგივე გზებზე პიკის საათებში მოძრაობის დროს და ინდექსს ასე ითვლის. ამგვარად გამოდის, რომ სტამბოლელი მძღოლები საცობებში 58%-ით მეტ დროს ატარებენ, იმასთან შედარებით, ვიდრე ისინი ამ გზებზე არაპიკურ საათებში მოძრაობაზე დახარჯავდნენ. მეხიკოსთვის ეს დრო 55%-ია, რიოსთვის - 51%, მოსკოვისთვის - 50%.ავტომობილების ნავიგატორების მწარმოებელმა კომპანია TomTom-მა ყველაზე „საცობიანი“ ქალაქების რეიტინგი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები