რუბრიკები
ზუგდიდის საკრებულომ ჯანდაცვის მომსახურება 100%-მდე გაზარდა
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, (ადგილობრივი და დევნილი) დღეიდან ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა და სამედიცინო დიაგნოსტიკა სრულად დაუფინანსდებათ.  ბენეფიციარები დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ.  აქამდე, აღნიშნული პროგრამის მიხედვით, ბენეფიციარები 50 - 70% - ით ფინანსდებოდნენ. პროგრამა ვრცელდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაზღვევის პაკეტში არ შედის მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა, ასევე თუ აღნიშნულ სერვისებს არ ითვალისწინებს საყოველთაო სადაზღვევო მომსახურება. ძვირადღირებული მედიკამენტები (50.00 ლარის ზევით) 500.00 ლარამდე, დაფინანსდება წელიწადში ერთხელ, ხოლო რაც შეეხება დიაგნოსტიკას (ტომოგრაფია, კორონაროგრაფია), ბენეფიციარი დაფინანსებას ასევე წელიწადში ერთხელ მიიღებს და ამ შემთხვევაშიც, ლიმიტი - 500 ლარია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.