გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა ფოთის ნავმისადგომთან გემის მიერ ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ,რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვაში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა.
გემის კაპიტანი,რომელიც თურქეთის მოქალაქეა,65 000 ლარით დაჯარიმდა.მას დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის 2090 ლარით ანაზღაურება.
უწყების ცნობით,გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმისა და ზიანის გადახდის შემდეგ დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები