რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები“ განცხადებას ავრცელებენ
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" მიერ გავრცელებულ განცხადებას რადიო"ათინათი" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ეკონომიკა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყანა სავალუტო კრიზისს განიცდის, რაც ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაციის წინაპირობაა. რაც არ უნდა ვისაუბროთ გარე ფაქტორებზე არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ რყევები შიდა ფაქტორებით დაგვებალანსებინა. ხელისუფლება ვერ უმკლავდება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ვერ აყალიბებს სრულყოფილ ანტიკრიზისულ გეგმას. ჩვენ, როგორც ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ პროცესის გაჯანსაღებაში. მივესალმებით საკრებულოსა და გამგეობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს და ასევე, ვთხოვთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობას გაითვალისწინოს ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებები. კერძოდ: იმ მეწარმე საზოგადოებების მონიტორინგი, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა გვევლინება დამფუძნებლად ან პარტნიორად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან დღემდე, ჩვენს ინტერესს იწვევს იმ მეწარმე საზოგადოებ(ებ)ის საქმიანობის შესწავლა, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა დამფუძნებელ ან/და მმართველ პარტნიორად გვევლინება.  ამ თვალსაზირისით, ინტერესს იწვევს შპს “სასტუმრო ანაკლიის”, შპს “განმუხური-ანაკლია რეზორტის/Ganmukhuri-Anaklia Resorts” თუ სხვა მეწარმე საზოგადოებ(ებ)ის საქმიანობის მონიტორინგი. ნიშანდობლივია, ასეთ საწარმოებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და მათი შრომითი ანაზღაურების მიმართება ამავე მეწარმე საზოგადოებ(ებ)ის საქმიანობის ეფექტურობისა და რენტაბელურობის მაჩვენებლებთან. საინტერესოა საწარმოთა წლიური აუდიტის შედეგები, მიღებული დივიდენდების მიზნობრიობა, მათი ოდენობა და გახარჯვის მიზანშეწონილობა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მათი დიდი ნაწილი პარალიზბულია და ოპერირება უწევს მუნიციპალიტეტის სუბსიდიების მეშვეობით, გაუგებარია საწარმოს მრავალრიცხოვანი პერსონალის საჭიროების აუცილებლობა მათი ასტრონომიული ანაზღაურების გათვალისიწნებით. მეტი თვალსაჩინეობისთვის, ზოგიერთი მათგანი წარმოდგენილია ორი ან მეტი დირექტორით, დირექტორის მოადგილეებითა თუ სამსახურის ხელმძღვანელებით, რომელთა ანაზღაურება 3000-5000 ლარის ფარგლებში მერყეობს. უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ მივმართეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, როგორც მმართველი/დამფუძნებელი პარტნიორისგან მიგვეღო ინფორმაცია, მათ შორის აუდიტის შედეგები, გაირკვა, რომ ისინი არ ფლობენ მსგავსი შინაარსის ინფორმაციას. დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ საზოგადოებას წარვუდგინოთ ოფიციალური პასუხები. თავის მხრივ, საზოგადოებისთვის მიგვინდია მუნიციპალიტეტის ქონებისადმი ასეთი დამოკიდებულება. ყოველივე ზემოთქმულიდან, არ გვინდა ვიფიქროთ რომ ადგილი აქვს შეგნებულ სამსახურებრივ გულგრილობას, სავარაუდო კორუფციულ ინტერესს ან/და არაკომპეტენტურობას, რაც მოცემულ შემთხევაში, თითოეული ერთმანეთზე უარესია. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში  შეტანილ იქნეს ცვლილება. მიუღებელია აუცილებლობის გარეშე, ხელოვნურად გამგეობის სამსახურების განყოფილებებად დაყოფა. ყოვლად მიუღებელია არსებობდეს 3-4 შტატიანი განყოფილება, სადაც სახელფასო ფონდი შეადგენდეს 30 – 50 ათას ლარს და განყოფილება კი სხვადასხვა პროექტებზე ხარჯავდეს 20 – 40 ათას ლარს. აუცილებელია. გამგეობამ შეამციროს განყოფილებების რაოდენობა, რაც მნიშველოვნად დაზოგავს სახელწიფო სახსრებს. გვინდა ავღნიშნოთ, რომ ეს არ გულისხმობს თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნას. აღნიშნული საკითხის საკრებულოს კომისებში განხილვისას ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვასა და წინადადებას. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა უფლებამოსილი პირები უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფენ წინამდებარე საკითხების შესწავლას და გაითვალისწინებენ ჩვენს რჩევებს"-ვკითხულობთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების" განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.