ინგრედიენტები:
რძე 100 გ
არაჟანი 2 ს.კ
კეფირი 200 გ
კვერცხი 1
მარილი 1/2 ჩ.კ
შაქარი 1 ჩ.კ
საფუარი 1 ჩ.კ
ფქვილი 600 გ
გულსართი:
მოხარშული კარტოფილი 350 გ
ყველი 450 გ
კარაქი 50 გ
მარილი
მომზადების წესი:
მოამზადეთ ცომი: თბილ რძეში გახსენით საფუარი და შაქარი, დადგით 10 წუთი. თასში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, გაუკეთეთ ჩაღრმავება, დაამატეთ მარილი, საფუვრიანი რძე, კეფირი, არაჟანი და კვერცხი. მოზილეთ ცომი. ცომი მწებავი და რბილია, მაგრამ ეს ნორმალურია. გადააფარეთ თავზე და დატოვეთ ასაფუებლად.
მოამზადეთ გულსართი: თბილ-თბილი მოხარშული კარტოფილი დაჭყლიტეთ, დაამატეთ კარაქი, გახეხილი ყველი, მარილი და კარგად აურიეთ.
გაფუებული ცომი გადაიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე. გაანაწილეთ გუნდებად, გააბრტყელეთ, ჩაუდეთ გულსართი და მოუკარით თავი. კვლავ გააბრტყელეთ და გამოაცხეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. გამომცხვარს ზემოდან წაუსვით კარაქი.
მასალის გამოყენების პირობები