რუბრიკები
საქართველოს რკინიგზა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით დაინიშნა თბილისი-სენაკის მიმართულებით დამატებითი ელექტრომატარებელი, რომელიც ყოველდღიურად, 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით იმოძრავებს.
ასევე დღეგამოშვებით მსვლელობაში აღდგა ჩქარი ელექტრომატარებლი #860/859 თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით. ბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც რკინიგზის სალაროებში, ისე რკინიგზის ინტერნეტ-გვერდისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომელიც განთავსებულია მთელი საქართველოს მასშტაბით.
დამატებით ინფორმაციისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ცხელ ხაზს 1331.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები