შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამეგრელოში მიკროავტობუსი დააყაჩაღეს. უწყებამ არ დაადასტურა გავრცელებული ცნობა, რომ მიკროავტობუსი რეისს ასრულებდა. შსს-ში განაცხადეს, რომ ავტომობილი კერძო პირს ეკუთვნოდა.
შსს-ში ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ, რა მდგომარეობაშია დაყაჩაღებული მძღოლი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები