რუხში მრავალპროფილიანი კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ 220-ადგილიან საავადმყოფოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საპარტნიორო ფონდთან ერთად აშენებს. ამ დროისათვის 12 კორპუსზე სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს.
კლინიკა ამოქმედების შემდეგ, რუხისა და მიმდებარე სოფლების, ახალაბასთუმნის და რიყის მოსახლეობის მომსახურებას შეძლებს, სადაც ჯამში 1 400 მცხოვრებია აღწერილი. საავადმყოფო ასევე მოემსახურება აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებსაც. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდასავალი გზები, აუზები და სკვერები. განთავსდება აუდიტორიები და ბიბლიოთეკა სამედიცინო პროფილის სტუდენტებისათვის. კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისათვის კი საერთო საცხოვრებელი აშენდება.
პროექტის დასრულება 2016 წლისათვისაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები