"ევროვიზიის" ჟიურის წინასწარი შეფასებებით, 8,85 ქულით ნინა სუბლატი პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაცია "ევროვიზიის" გერმანულენოვან საიტზე გამოქვეყნდა.
ფაქტს თავად ნინა სუბლატიც გამოეხმაურა. მან სიამაყით ამცნო საზოგადოებას მიღწეული წარმატების შესახებ და ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კონკურსის მსვლელობისას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ნინა სუბლატი ამბობს, რომ წელს, ისე, როგორც არასდროს, შანსი გვაქვს, რომ კონკურსზე ქართველმა მომღერალმა წარმატებას მიაღწიოს.
მასალის გამოყენების პირობები