Apple-ის ფანატებმა თავისი ერთგულება ბრენდისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურეს. კომპანიის ახალი პროდუქტი Apple Watch, რომელიც წინასწარი შეკვითისათვის ხელმისაწვდომი იყო, მხოლოდ აშშ-ის, კანადის, ავსტრალიის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, ინგლისის, ჩინეთისა და ჰონგ-კონგისათვის, Apple-ის ფანატებმა თვალის დახამხამებაში დაიტაცეს.
გამოცემის Financial Times ცნობით, Apple Watch მოდელები, რომელთა ფასი $299-იდან $10.000 დოლარამდე მერყეობს რამდენიმე წუთში გაიყიდა. შედარებით ძვირი მოდელები, რომელთა ღირებულება $10.000-იდან $17.000-ის ფარლგებშია რამდენიმე საათში გაიყიდა.
Apple-ის წინა პროდუქტებისაგან განსხვავებით, მის ფანატებს ახალი პროდუქტის ხელში ჩასაგდებად მაღაზიებთან მრავალდღიან რიგებში დგომა აღარ მოუწიათ, და ინტერნეტით პროდუქტის შეკვეთის შესაძლებლობა მიეცათ.
მასალის გამოყენების პირობები