ნიუ-იორკის აუქციონზე გაშიფრვის სპეციალისტის, კომპიუტერული ტექნიკის პიონერის, ბრიტანელი ალან ტურინგის ბლოკნოტი მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა.
სულ რაღაც 2 წუთში 56 გვერდიანი ჩანაწერების წიგნში 1 025 000 დოლარი გადაიხადეს. ბლოკნოტში აღნიშნულია რთული მათემატიკური ცხრილები და ჩანაწერები, რომელი ტურინგმა მეორე მსოფლიო ომის დროს ბლეჩლი-პარკში გააკეთა. იქ ტიურინგი და მისის კოლეგები მუშაობდნე იმაზე, რომ გაეტეხათ გერმანული შიფრის მაქანა "ენიგმას" კოდი - რომელსაც ნაცისტები იყენებდნენ. თვლიან, რომ სწორედ ტურინგის ეს ბლოკნოტი არის ერთადერთი მსხვილი სამეცნიერო ხელნაწერი, რომელიც ბრუნვაშია.
ტურინგმა ბლოკნოტი ერთ-ერთ მეგობარს დაუტოვა, 1954 წელს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. არის ვერსია, რომ მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე ის ჰომოსექსუალიზმის გამო გაასამართლეს, იმ პერიოდში ეს ქმედება ბრიტანეთში დანაშაულად ითვლებოდა.
ალან ტურინგის ისტორია არის მოყოლილი ფილმში „იმიტაციის თამაში“ რომელიც 2014 წელს გაიღეს. სადაც მთავრ როლს ბენედიქტ ქამბერბაჩი თამაშობს.
მასალის გამოყენების პირობები