გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დაბა ჯვარში მოქალაქე სატვირთო ავტომანქანით წიფელის ჯიშის 21 ცალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2 ათას 200 ლარამდეა.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება საოლქო პროკურატურას.
მასალის გამოყენების პირობები