ინგრედიენტები ( 4 პორციისთვის):
4 ფუნთუშა/პატარა მრგვალი პური
8 ნაჭერი ბეკონი
100 გ ყველი
4 კვერცხი
4 პატარა მჟავე კიტრი
20 გ კარაქი
შავი პილპილი
სალათის ფურცლები და კამა (ან/და ოხრახუში) გასაფორმებლად
მომზადება:
პურებს მოაჭერით ზედა ნაწილი, ამოუღეთ გული და ძირზე წაუსვით კარაქი.
გახეხეთ ყველი, ბეკონის ნაჭრები დაჭერით პატარა ნაჭრებად, წვრილად დაჭერით მჟავე კიტრიც. ინგრედიენტები გაყავით ოთხ ნაწილად და მოათავსეთ ფუნთუშებში – ჯერ გახეხილი ყველი, შემდეგ მჟავე კიტრი და ბოლოს ბეკონი.
მომზადებული ფუნთუშები შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში.
5-6 წუთში თითოეულ ფუნთუშაში ჩაახალეთ თითო კვერცხი და ისევ შედგით აირღუმელში. 2 წუთში ცხელი სენდვიჩი მზადაა.
თეფშზე დააწყვეთ სალათის ფურცლები და დაალაგეთ ბუტერბროდები. მოაყარეთ შავი პილპილი და დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები