რუბრიკები
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ,რომ ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ153-კმ188 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მათივე ცნობით, ამავე გზის 138კმ-ის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები