რუბრიკები
უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი ბობი კრისტინა ბრაუნი კომიდან გამოვიდა
ამერიკელი მომღერლის უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი ბობი კრისტინა ბრაუნი კომიდან გამოვიდა. როგორც პორტალი TMZ-ი იუწყება, ამის შესახებ გოგონას მამამ ბობი ბრაუნმა განაცხადა. კრისტინა კომაში დაახლოებით სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. „ბობი გონზე მოვიდა. ის მე მაკვირდება“, - თქვა ბრაუნმა ტეხასში მიმდინარე კონცერტისას. შეგახსენებთ, რომ ბობი კრისტინას ქმარმა ნიკ გორდონმა ის ატლანტის გარეუბანში საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში 31 იანვარს, წყლით სავსე აბაზანაში აღმოაჩინა. მას ტვინის შეშუპება აღენიშნებოდა და დღემდე ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. მიმდინარეობს გამოძიება.სამართალდამცავების მიერ ძირითად ვერსიებად უბედური შემთხვევა, სუიციდის მცდელობა და მოკვლის მიზნით მასზე განხორციელებული თავდასხმა განიხილება. როგორც ცნობილია, ბობი კრისტინას დედა უიტნი ჰიუსტონიც 2012 წლის 11 თებერვალს ბევერლი ჰილზში სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.