რუბრიკები
რა ასაკიდან იწყებს ტვინი დაბერებას
ადამიანთა უმრავლესობისთვის სიბერე მეხსიერების გაუარესებას და საღი აზროვნების დაქვეითებას ნიშნავს. ვირჯინიის უნივერსიტეტში ახლახან ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო , რომ ტვინის დაბერება გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე გვეგონა. პროფესორი ტიმოთი სალტჰაუსი შვიდი წლის განმავლობაში აკვირდებოდა 2 ათას ადამიანს და დაადგინა, რომ ადამიანის ტვინი შესაძლებლობათა მაქსიმუმს 22 წლის ასაკში აღწევს, ხოლო 27 წლიდან დაბერების შეუქცევადი პროცესი იწყება. მოხალისეებს, ჯანმრთელ და კარგი განათლების მქონე 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს, უნდა გამოეცნოთ გამოცანები, გაეხსენებინათ იშვიათი სიტყვები და ტერმინები, მოეყოლათ ადრე გაგონილი ისტორიის დეტალები. ჟურნალ "სიბერის ნეირობიოლოგიაში" გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ 22 წლის ასაკში მიღწეული პიკის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი ჩავარდნა 27 წლის ასაკში შეიმჩნევა. საშუალო სტატისტიკურ ადამიანს მეხსიერება 37 წლის ასაკში უუარესდება. კიდევ უფრო უარესი მონაცემები აღინიშნება 42 წლის შემდეგ. პროფესორი სალთჰაუსი ასკვნის, რომ ჯანმრთელ, კარგი განათლების მქონე ადამიანებს აქტიური შემეცნების უნარი 20-30 წლის ასაკში უქვეითდებათ. მეცნიერებმა კვლევის შედეგად ერთი იმედის მომცემი დასკვნა მაინც გამოიტანეს: ცოდნის აკუმულირებაზე დაფუძნებულ შესაძლებლობებს, შეძენილი ცოდნის აქტიური გამოყენების უნარს ადამიანი მინიმუმ 60 წლამდე ინარჩუნებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.