„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის სამართლებრივი დახმარებით, თბილისში მცხოვრებმა თენგიზ ღვინჯილიამ საკუთრების უფლება სასამართლოს გზით აღიდგინა. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა.
"ჩვენი დახმარებით, სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს რეგისტრაცია გაუქმდა და რეესტრის ზუგდიდის სამსახურს თენგიზ ღვინჯილიას 2014 წლის მოთხოვნის რეგისტრაციაში გატარება დაევალა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, თენგიზ ღვინჯილიამ 2006 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მიწის ნაკვეთი შეიძინა და ის საჯარო რეესტრში კანონის სრული დაცვით დაარეგისტრირა. მან 2014 წელს საჯარო რეესტრის ზუგდიდის სამსახურს მიმართა და კუთვნილ ნაკვეთზე საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება მოითხოვა, რაც საჯარო რეესტრმა ვერ შეძლო, რადგან 2009 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, თენგიზ ღვინჯილიას მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრმა სახელმწიფოს სახელზე დაარეგისტრირა.
მასალის გამოყენების პირობები