"საპარტნიორო ფონდი" მაისში რუხის მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის პროექტის განხორციელებას იწყებს. ფონდი რამდენიმე კვირაში დაასრულებს სავაჭრო ცენტრის პროექტზე მუშაობას, რის შემდეგაც სამშენებლო კომპანიის შერჩევის პროცესი დაიწყება.
პროექტის მიხედვით, სავაჭრო ცენტრი მრავალფუნქციური იქნება, სადაც სავაჭრო ფართების გარდა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები და სხვა სახის ობიექტებიც განთავსდება. აქვე იქნება ფოსტა, აფთიაქი, ბანკი და ვეტერინარული კლინიკა.
მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აშენდება. პროექტის ავტორთა განცხადებით, ცენტრის მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. როგორც "საპარტნიორო ფონდის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, შენობის მაკეტის პროექტირებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მაისის შუა რიცხვებში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები