თქვენ დაგჭირდებათ:
გარგარის ჩირი - 100 გრამი
ღია ქიშმიში - 100 გრამი
მუქი ქიშმიში - 100 გრამი
შაქარი 150 გრამი
ფქვილი - 275 გრამი
გამაფხვიერებელი - 1 ჩაის კოვზი
სოდა 1 ჩაის კოვზი
დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი
კვერცხი - 1 ცალი
ცხელი მაგარი ჩაი - 300 მლ
გარეცხილ ხილის ჩირს დაასხით ცხელი ჩაი, დაამატეთ შაქარი და გააჩერეთ 4 საათით, შეგიძლიათ მთელი ღამითაც დატოვოთ. შემდეგ დაამატეთ კერცხი და ფქვილი, რომელსაც მანამდე შეურევთ გამაფხვიერებლს, სოდას და დარიჩინს. კარგად აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
კექსის ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი. დაასხით ცომი და გამოაცხეთ ღუმელში 160 გრადუს ტემპერატურაზე. ცხობას ერთი საათი დასჭირდება. იმისათვის რომ დარწმუნდეთ გამოცხვა თუი არა კექსი, შეგიძლიათ შეამოწმოთ კბილის საწმენდი ჩხირით.
გამომცხვარი კექსი ფორმაშივე გააციეთ, შემდეგ გადმოიღეთ ბადიან ლანგარზე და ბოლომდე გააციეთ. კექსი შეგიძლიათ კარაქთან ან ჯემთან ერთადაც მიირთვათ.
მასალის გამოყენების პირობები