რუბრიკები
ბანანის ტორტი

ინგრედიენტები:

ფქვილი 150 გამაფხვიერებელი 10გ

ნიგოზი ერთი მუჭა

მწიფე ბანანი - 2ც

კვერცხი - 2ც

შაქარი - 100 გ

კარაქი - 50 გ, კრემისთვის კიდევ 150 გრამი დაგჭირდებათ

არაჟანი - 2 ს.კ.

მომზადების წესი:

ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ შაქარი და არაჟანი. კარაქი გაადნეთ, ბანანი ჩანგლით დასრისეთ. კარაქი და ბანანი დაამატეთ კვერცხის მასას. ათქვიფეთ კარგად. ნიგოზი დანით წვრილად დაჭერით და დაუმატეთ ნარევს.

გაცრილ ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი, ყველაფერი კარგად აურიეთ და ცომი ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში, გამოაცხეთ 190 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. როდესაც ბისკვიტი გაცივდება, გაჭერით ორ ნაწილად, ფრთხილად, თხლად ჩამოაჭერით ზედაპირი და ძირი და ბლენდერში დააქუცმაცეთ.

კრემისთვის ათქვიფეთ დარბილებული კარაქი, დაუმატეთ ერთი ქილა შესქელებული რძე. წასუვით ორივე ფენას, ზემოდან მოაყარეთ ნაფხვენები. შეგიძლიათ ბანანის პატარა ნაჭრებითაც მორთოთ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.