სტენფორდის უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის სწავლა გაცილებით ხელმისაწვდომი გახადა. მას შემდეგ, რაც გამოკითხვების შედეგად, ის ერთ-ერთ მოთხოვნად უნივერსიტეტად დასახელდა, გადაწყვიტა, მათთან სწავლის შანსი იმ სტუდენტებისთვისაც მიეცათ, ვისაც ამის საშუალება არ აქვს.
ახალი პოლიტიკის მიხედვით, უნივერსიტეტი დააფინანსებს იმ სტუდენტების სწავლას, რომელთა ოჯახებსაც წლიურად 125 ათას დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ. ხოლო 65 ათასი დოლარის, და უფრო დაბალი წლიური ოჯახური შემოსავლის მქონე სტუდენტებს აუნაზღაურდებათ საცხოვრებლისა და სხვადასხვა დამატებითი ხარჯებიც.
"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ სტენფორდის უნივერსიტეტი ხელმისაწვდომი იყოს იმ ნიჭიერი და მონდომებული სტუდენტებისთვისაც, ვის ოჯახებსაც ამის საშუალება არ აქვს. ჩვენი ფინანსური დახმარების პროგრამა, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე სტუდენტებისთვის უნიკალურ შანსს წარმოადგენს." - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტთა 70% სწავლის მანძილზე უნივერსიტეტის სტიპენდიით სარგებლობს. სწავლის დამთავრების შემდეგ კი მათ უმრავლესობას გადახდილი აქვთ სტუდენტური კრედიტებიც.
საშუალოდ, ერთი სტუდენტის წლიური გადასახადი 65 ათას დოლარს შეადგენს. სტენფორდის უნივერსიტეტი ბიუჯეტი კი ყოველწლიურად 21 მილიარდი დოლარით განისაზღვრება.
მასალის გამოყენების პირობები