ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ მონაწილეებს შეხვდა. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი თავისუფლება“. საკრებულოები 45 ახალგაზრდით დაკომპლექტდა, რომლებიც ტესტირების საფუძველზე შეირჩნენ.
საკრებულოს თავმჯდომარე ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და სხვადასხვა საკითხების ინიცირებისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა,რომ მათი ჩართულობა აუცილებელია.
შემდეგ ეტაპზე „ახალგაზრდული საკრებულოს“ თავმჯდომარეს აირჩევენ და ჩამოყალიბდება საკრებულოს თემატური კომისიები. ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგებს არჩევნების და მისი მნიშვნელობის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის, ლიდერობის, მედიასთან ურთიერთობის, დიპლომატიური ურთიერთობებისა და კავკასიოლოგიის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები