Google ვირტუალური, მობილური ოპერატორი ხდება, რომელიც ოპერირებისთვის Sprint-სა და T-Mobile-ს ინფრასტრუქტურას გამოიყენებს. თუმცა საბოლოდ კავშირის დამყარებისათვის Wi-Fi აუცილებელია.
როგორც ირკვევა Google -ის Project Fi-ს SIM-ბარათებით სმარტფონები თუ პლანშეტები მოახერხებენ გადართვას იმ ქსელზე, რომლის ანძაც მათთან ტერიტორიულად ახლოსაა და მოახერხებს კავშირის განხორციელებას, სწორედ ასე მოხდება ზარის განხორციელება. თუმცა მობილური მოწყობილობა აღნიშნული ფუნქციის განხორციელებას, მხოლოდ Wi-Fi-ის არხებით შეძლებს.
საწყის ეტაპზე Project Fi -ს გამოყენება მხოლოდ Nexus 6-ის მფლობელებს შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები