ინგრედიენტები:
კარტოფილი 1.5 კგ
ყველი პარმეზანი, გახეხილი 2 ს.კ
ზეითუნის ზეთი 2 ს.კ
ქონდარი
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
კარტოფილი გარეცხეთ, დაჭერით მსხვილად და დაალაგეთ პირსახოცხე. შეაშრეთ და გადაიტანეთ თასში. მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ქონდარი. კარგად ამოურიეთ და ერთ ფენად დაალაგეთ პერგამენტის ქაღალდჩაფენილ ტაფაზე. შეწვით ღუმელში, 200 გრადუსზე 20 წუთი. შემდეგ მოაყარეთ წვრილად გახეხილი პარმეზანი და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 10 წუთით.
მასალის გამოყენების პირობები