რუბრიკები
მაკარონი ყველითა და ხორცით
ინგრედიენტები: მაკარონი 500 გ ფარში 500 გ კეტჩუპი 2-3 ს.კ მდოგვი 1-2 ჩ.კ რძე 400 მლ კარაქი 1 ს.კ ფქვილი 1 ს.კ გახეხილი ყველი 250-300 გ პამიდორი 2-3 ცალი მარილი და პილპილი საფანელი 2-3 ს.კ მომზადების წესი: გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით ცხიმი. მაკარონი მოხარშეთ მარილიან წყალში და გადაწურეთ. გადაიტანეთ ფორმაში. სანამ მაკარონი იხარშება, ტაფაზე მოშუშეთ ფარში 6-10 წუთის განმავლობაში, სანამ ფერს მთლიანად არ შეიცვლის. გადმოიღეთ ცეცხლიდან, შეურიეთ მარილი, პილპილი, მდოგვი და კეტჩუპი. გადაიტანეთ თასში. იგივე ტაფა დააბრუნეთ ცეცხლზე, გაადნეთ კარაქი და დაამატეთ ფქვილი. შემდეგ დაასხით რძე, კარგად გახსენით და წამოადუღეთ ხშირი მორევით. ხარშეთ 1-2 წუთი, სანამ შესქელდება. გადმოიღეთ ცეცხლიდან, დაამატეთ გახეხილი ყველი და მარილი (თუ საჭიროდ ჩათვლით). მიღებული სოუსი მოასხით მაკარონს. ზემოდან გაანაწილეთ ხორცის ფარში, შემდეგ დაალაგეთ დაჭრილი პომიდორი და მოაფრქვიეთ საფანელი. შედგით ღუმელში 15 წუთით. ბოლოს შეგიძლიათ გრილი ჩაურთოთ მოსაბრაწად.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.