ევერესტის ფერდობზე ზვავის ჩამოწოლის გამო Google-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი, დანიელ ფრედინბურგი დაიღუპა.
ზვავის ჩამოწოლის მიზეზი კი ნეპალში მომხდარი მიწისძვრა გახდა. ფრედინბურგი და სხვა ალპინისტეპი ევერესტზე ასვლას გეგმავდნენ. ამ ჯგუფის კიდევ ორი წევრი მძიმედ არის დაშავებული.
ალპინისტის გარდაცვალების ფაქტი სოცილაურ ქსელ Instagram-ში ფრედინბურგის დამაც დაადასტურა.
დანიელ ფრედინბურგი დიდი ხნის განმავლობაში უსაფრთხოების სისტემების შემმუშავებელ ქვედანაყოფს, Google X-ს ხელმძღვანელობდა.
7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალში შაბათს, 25 აპრილს მოხდა. მიწისძვრის შედეგად 1.5 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
მასალის გამოყენების პირობები