ამ ბინის ქონება $2 000 000-ზე მეტადაა შეფასებული. ის 70 წლის წინ მიატოვა პატრონმა. საცხოვრებელი პირდაპირი მნიშვნელობით გადაიქცა ‘დროის კაფსულად’, რომელშიც 30-იანი წლების ცხოვრების დეტალებია შენახული.
ალბათ იკითხავთ, როგორაა ეს შესაძლებელი? როგორც აღმოჩნდა, მეორე მსოფლიო ომის წლებში ბინის პატრონი ქალბატონი ჩრდილოეთ საფრანგეთში გაექცა ნაცისტებს. გაურკვეველი მიზეზების გამო, ის არ დაბრუნებულა უკან, თუმცა, კომუნალურ გადასახადებს პუნქტუალურად იხდიდა. 2010 წელს ბინის ის გარდაიცვალა, 91 წლის ასაკში. მემკვიდრეებმა ბინისა და მასში არსებული ქონების შეფასება მოითხოვეს. ბევრ ანტიკვარს შორის, ექსპერტების ყურადღება ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი ქალის პორტრეტმა მიიპყრო, რომელიც დეკადანსის ეპოქის იტალიელ მხატვარს, ჯოვანი ბოლდინის ეკუთვნოდა.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ბინის პატრონის ბებია, მსახიობი მარტა დე ფლორიანი, ცნობილი პორტრეტისტის მუზა ყოფილა. ბინაში ასევე იპოვეს მსახიობის თაყვანისმცემლების წერილები. მათ შორის იყო საფრანგეთის პრემიერ მინისტრი ჟორჟ კლემანსო (სწორედ ის, რომელსაც ეკუთვნოდა 1918 წელს უკრაინის ჩრდილოეთით დესანტების გადმოსხმის ინიციატივა).
მასალის გამოყენების პირობები