თანამედროვე კინემატოგრაფის შემხედვარე ივიწყებ, რომ კინოც ხელოვნებაა, რომ არსებობს ნამდვილი შედევრები, რომლებიც ადამიანს იმედს უღვივევბს, ძალას და გამბედაობას მატებს.
მშვიდობიანი მებრძოლი (Peaceful warrior)
ფილმი ახალგაზრდა მამაკაცზე – ნიჭიერ გიმნასტზე. საიდუმლო ნაცნობთან შეხვედრა თავდაყირა აყენებს მის წარმოდგენას ცხოვრებაზე და საკუთარ როლზე მასში, რაც მას სულიერ სიძლიერეს მატებს. ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე.
კაკუნი სამოთხის კარზე (Knocking on the haven)
განუკურნებელი სენით დაავადებული ორი ადამიანი ერთ პალატაში არიან, როგორც ცნობილი ხდება, ერთ-ერთ მათგანს არასოდეს უნახავს ზღვა. ისინი გადაწყვეტენ მივიდნენ სანაპირომდე, სანამ გვიანი არ არის. იმის გაცნობიერება, რომ ორივეს ერთი კვირის სიცოცხლე დარჩათ, მათ უბიძგებთ ისეთი საქციელისკენ, რასაც სხვა სიტუაციაში არ ჩაიდენდნენ. ამას თუ დავუმატებთ კანონისა და წესების მიმართ რადიკალურ წინააღმდეგობას მივიღებთ დრამისა და კომედიის წარმოუდგენელ ნარევს, გულისამაჩუყებელს და მიუხედავად სევდიანი სიუჟეტისა – ცხოვრებისეულს.
ჩემს სულში ვცეკვავ (Inside I’m Dancing)
ფილმი არის ადამიანებზე, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან ინვალიდის ეტლს. მიუხედავად ამისა, მათი ცხოვრება არის ნათელი და საინტერესო მოვლენებით სავსე. ფილმი გადაღებულია მწერალ კრისტიან ორეილის მოთხრობების მიხედვით, რომელიც მუშაობდა ცერებრიალური დაბლით დაავადებულ ადამიანებთან.
ფორესტ გამპი (Forrest Gump)
ამ ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია. ძალიან ცოტა ადამიანს ნახავთ, ვისაც ნანახი არ აქვს ეს ფილმი, რომელიც მოგვითხრობს გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანზე, ვისი IQ არ აღემატება 75-ს და ამ ყველაფერმა ხელი მაინც ვერ შეუშალა სრუფასოვანი და ბედნიერი ცხოვრებით ეცხოვრა. კეთილი, ხალისიანი და დადებითი ფილმია.
ფილმის მთავარი გმირები — ორი ურთიერთსაწინააღმდეგოს განსახირებაა: მდიდარი-არისტოკრატი, რომელიც მიჯაჭვულია ინვალიდის ეტლს და ფერადკანიანი ახალგაზრდა ბარაკებიდან, ჯანმრთელი, ძლიერი და არც თუ ისე ცუდად აღზრდილი. ფილმი გამოვიდა მარტივი და გონებამახვილური კომედია, საუკეთესო ფრანგული ტრადიციებით.
ოფისის თანამშრომლის მოსაწყენი და გათვლილი ცხოვრება, რომელიც ოცნებებსა და შიშში ცხოვრობს, მოულოდნელად თავდაყირა დგება, როცა ის იძულებულია რეალურად იმოგზაუროს. ფილმი გვიბიძგებს იმისაკენ, რომ ავდგეთ დივანიდან და ვიცხოვროთ საინტერესოდ.
კომედია არანორმალურ ოჯახზე, რომელშიც ერთად-ერთი ჭკვიანი ადამიანი 7 წლის გოგონაა სახელად ოლივი, ის გატაცებულია სილამაზის კონკურსებით. კომედიური დრამა გვახსენებს ცხოვრების მარტივ ბედნიერებებს და ფასეულობებს.
ძალიან ლამაზი კონოფილმი, რომლის მოვლენებიც ვითარდება მომხიბლავ პეიზაჟებში. ფილმი გადაღებულია ახალგაზრდა კაცის ცხოვრების რეალურ მოტივებზე, რომელიც უარს ამბობს თანამედროვე ცხოვრების მოგონილ ფასეულობებზე და წესებზე. ფილმი გვაფიქრებს ცხოვრების აზრზე და იმაზე, თუ რა არის ჩვენთვის ძვირფასი.
ისტორია ჰგავს ზღაპარს, ბედნიერი დასასრულით. ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი ეკუთვნის მუსიკას. კეთილი, ცოტა გაიდეალებული სურათი მსუბუქია და მაყურებელს საშუალებას აძლევს დაიჯერონ, რომ ცხოვრებაში ყოველთვის არის სასწაულის ადგილი.
მსხვილი კომპანიის ერთი ჩვეულებრივი თანამშრომელი ცდილობს თავი დააღწიოს დეპრესიას, რისთვისაც მეგობრებისა და თანამშრომლების ნებისმიერ შემოთავაზებაზე თანხმდება. შედეგად, მისი ცხოვრება სრულიად იცვლება, ისევე, როგორც მთავარი გმირი. ზოგჯერ არც რომელიმე ჩვენგანს აწყენდა მსგავს სიტუაციაში აღმოჩენა.
ეს ფილმი იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. ატმოსფერო, მსახიობების ოსტატობა, მსუბუქი იუმორი და თავად მეფე გეორგ VI-ის ისტორია, ტოვებს ყველაზე სასიამოვნო და შთამბეჭდავ მოგონებებს. ამ ფილმის ნახვის შემდეგ, კიდევ მოგინდებათ მისი ნახვა, შემდეგ კიდევ და კიდევ…
ის ფაქტი, რომ ამ ფილმის რეჟისორი ტომ ბერტონი იყო, ბევრ რამეს ამბობს. ფანტასტიკური ისტორია გვახსენებს, რომ სამყარო ერთია, მაგრამ ყველასთვის საკუთარი. ცაზე ახედვისას ერთი ადამიანი დაინახავს ვარსკვლავებს და მთვარეს, მეორე – უკიდეგანო სივრცეს.
ტრაგიკომედიას საფუძვლად უდევს რეალური ისტორია. აეროპორტის ტერმინალში ჩაკეტილი ადამიანი არ ვარდება სასოწარკვეთაში, თუმცა აკეთებს ყველაფერს, რაც შეიძლება და საჭიროა. ფილმი გვახსენებს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ადგილი შეიძლება ჰქონდეს პატარა სიხარულს, რაც გამოიხატება მეგობრობასა და სიყვარულში.
ისტორია ძაღლზე, რომელმაც შეძლო გამოეფხიზლებინა მეშახტეთა პატარა, მიძინებული ქალაქი, დაეხმარა ბევრს ბედნიერების, მეგობრების და მათ შორის ოჯახის გაჩენაში. ძალიან კეთილი ფილმი ძაღლზე, რომლის საპატივცემულოდ ავსტრალიის ქალაქ დამპირში ძეგლი დგას.
ჩემი შეყვარებული ფსიქოპათია (my boyfriend is crazy) კომედია, რომელშიც ადამიანები გადიან ცხოვრების ურთულეს ეტაპს. მსუბუქი, სახალისო სურათი, რომელიც გვახსენებს, რომ სამყაროს შეცვლის საუკეთესო საშუალება არის საკუთარი თავის შეცვლით დაწყება.
ჯეკ ნიკოლსონი და მორგან ფრეიმენი როგორც არასდროს, ისე მოუხდნენ მთავარ როლებს ამ ფილმში. მშვენიერი სურათი მოგვითხრობს, რომ უნდა იცხოვრო ახლა და არ გადადო არაფერი.
მასალის გამოყენების პირობები