აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები, სადაც უმრავლესობის დეპუტატების სახელი და გვარები წითელი კალმით არის გადახაზული.
უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში დაახლოებით 300-მდე ადამიანი ესწრება. აქ იმყოფებიან სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, ქალაქის და რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეები მერაბ ქვარაია და ლაშა გოგია და რაიონის გამგებელი ედიშერ თოლორაია.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია " ქართული ოცნების" დეპუტატები დღეს ზუგდიდის მოსახლეობა ხვდებიან.ადგილობრივებს საპარლამენტო ფრაქციის საქმიანობას ფრაქციის ხელმძღვანელი პირები გააცნობენ. ეკა ბესელია კი შეკრებილებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გასული წლის მუშაობის ანგარიშს წარუდგენს.
იგეგმება კითხვებზე პასუხის გაცემაც. ზუგდიდში შეხვედრის დაგეგმვასა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ანტიკორუფციული კომიტეტის გურჯაანიდან სამეგრელოში გადანაცვლებას შორის კავშირს უარყოფენ "ქართულ ოცნებაში". მათი თქმით, ეს შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგეგმეს.
მასალის გამოყენების პირობები