უმრავლესობის წევრებმა ზუგდიდელებს საპარლამენტო ფრაქციის საქმიანობა გააცნეს (ვიდეო)
16:18 / 28.04.2015
საპარლამენტო ფრაქციის ”ქართული ოცნება” დეპუტატები დღეს ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდნენ და მას თავიანთი საქმიანობა გააცნეს. ეკა ბესელიამ შეკრებილებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გასული წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა, შემდეგ კი დასმულ კითხვებს უპასუხა. „ჩვენ სისტემატურად ვმართავთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ეს საპარლამენტო გუნდის ანგარიშია და მე ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები კარგია, რადგან მოსახლეობას საშუალება ეძლევა დაწვრილებით გაიგოს ჩვენი საქმიანობის შესახებ”, - თქვა ეკა ბესელიამ. უმრავლესობის წევრებთან შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას 300-მდე ადამიანი დაესწრო. საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსვლა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა და ორგანიზაციის „თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრი“ წევრებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა, რომელთაც ხელში წითელი ბარათები ეჭირათ, ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს და მას გადადგომისკენ მოუწოდეს.
უმრავლესობის წევრებთან შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას 300-მდე ადამიანი დაესწრო.
საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსვლა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა და ორგანიზაციის „თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრი“ წევრებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა, რომელთაც ხელში წითელი ბარათები ეჭირათ, ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს და მას გადადგომისკენ მოუწოდეს.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები