კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მესინჯერში საუბრისას, ვიდეო-ზარის წამოწყება ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. ამისათვის, მხოლოდ ერთ აიქონს უნდა დააჭიროთ, რომელიც მესინჯერის მარჯვენა, მაღალ კუთხეში იქნება გამოსახული.
მესინჯერს უკვე აქვს ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია. კომპანიის ცნობით, თვის სტატისტიკის მიხედვით, ამ ფუნქციის მომხმარებელთა რიცხვმა 600 მილიონს გადააჭარბა.
როგორც ფეისბუქის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მესინჯერში, ვიდეო-ზარით სარგებლობა სხვა მობილურზე დარეკვისას იქნება შესაძლებელი. ახალი ფუნქცია ანდროიდის პატფორმაზეც შეძლებს ფუნქციონირებას.
27 აპრილიდან მესინჯერის ახალი ფუნქცია შემდეგ ქვეყნებში გახდა ხელმისაწვდომი: ბელგია, კანადა, ხორვატია, დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ირლანდია, ლაოსი, ლიტვა, მექსიკა, ნიგერია, ნორვეგია, ომანი, პოლონეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ურუგვაი.
კომპანიის განცხადებით, სხვა ქვეყნებში, ახალი ფუნქციით სარგებლობა უახლოესი თვეების განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები