ბისკვიტისთვის:
ფქვილი - 2ჭიქა
შაქარი - 220 გ
კარაქი - 220 გ
კვერცხი - 4 ც
კაკაო - 2 ს.კ.
გამაფხვიერებელი - 20გ
წყალი - 60გ
გულსართისთვის:
ჟოლო - 600 გ
ნაღები 35%-იანი - 1ლ
შაქრის პუდრა 50გ
ვანილი
მინანქრისთვის:
შავი შოკოლადი - 300 გ
ნაღები 35 %-იანი - 300 მლ
მომზადების წესი:
კაკაოს დაასხით ადუღებული წყალი, აურიეთ და ოდნავ გააციეთ. ჯამში ათქვიფეთ კვერცი შაქართან ერთად, დაამატეთ კარაქი, წყალში გახსნილი კაკაო, გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვან კონსისტენციამდე.
მიღებული მასა ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 50-60 წუთის განმავლობაში.
გამოცხობის შემდეგ ბისკვიტი ფორმაშივე გააციეთ, შემდეგ გადმოიღეთ და ფრთხილად ჰორიზონტალურად გაჭერით სამ ნაწილად.
მოამზადეთ მინანქარი: ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ. გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაყარეთ დამტვრეული შოკოლადი და ფრთხილად ურიეთ, ვიდრე შოკოლადი მთლიანად არ გაიხსნება. შემდეგ გააციეთ მინანქრი უნდა გასქელდეს.
მოამზადეთ ჟოლოს გულსართი. ჟოლო გარეცხეთ და დააცადეთ რომ კარგად გაშრეს. მანამდე მოამზადეთ კრემი: ნაღები ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად.
ბისკვიტის პირველ ფენას წაუსვით კრემი, დაალაგეთ ჟოლო, ზემოდან დაადეთ მეორე ფენა, გაიმეორეთ იგივე. ბოლო ფენაზე დაალაგეთ ჟოლო და მოასხით შოკოლადის მინანქარი, გვერდებიც კარგად დაფარეთ მინანქრით. სილამაზისთვის შეგიძლიათ მორთოთ ასევე ჟოლოთი.
მასალის გამოყენების პირობები