ამერიკელმა დიზაინერებმა ჯასტინ კროუმ და არიკ სნიმ ადამიანის ხელის ფორმის სელფის ჯოხი შექმნეს. ჯოხის კონსტრუქცია მის მფლობელს შესაძლებლობას აძლევს ფოტოზე დამალოს თავისი მარტოობა. ამის შესახებ საიტი Gizmodo იუწყება.
ამ მომენტისთვის „სელფის ხელის“ მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არსებობს. ბოჭკოვანი მინისგან დამზადებული ჯოხი ძალიან მსუბუქია. ფოტოზე კონსტრუქცია ისე ჩანს, თითქოს მისმა მფლობელმა ფოტოგრაფს ხელი ჩაჰკიდა. „ჩვენი პროექტი წარმოადგენს პასუხს სელფის ჯოხების მზარდ პოპულარობასა და ინტერნეტში ნარცისიზმის დემონსტრირებაზე“, -განაცხადეს პროექტის ავტორებმა.
გამოიტანენ თუ არა დიზაინერები თავიანთ პროდუქტს ბაზარზე, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები