დონატელა ვერსაჩე, რომელიც Versace-ს აქციების 20 პროცენტის მფლობელია, Givenchy-ის სარეკლამო კამპანიის სახე გახდა. ამის შესახებ Givenchy-ის კრეატიულმა დირექტორმა რიკარდო ტიშიმ თავის Instagram-ზე დაწერა.
მოდის ბრენდთან თანამშრომლობის ფაქტი თავის Twitter-ზე დონატელა ვერსაჩემაც დაადასტურა. „ჩვენ ერთად გავარღვევთ მოდის საზღვრებს“, - აღნიშნა ვერსაჩემ.
დონატელა ვერსაჩე Versace-ს მთავარი დიზაინერია. ის მოდის სახლის ერთ-ერეთ საკვანძო ფიგურად მიიჩნევა. დონატელა ვერსაჩე ერთ-ერთი პირველი დიზაინერი გახდა, რომელმაც პოდიუმზე არაპროფესიონალი, სხვადასხვა სფეროში ცნობილი ადამიანები მოდელებად მიიწვია. მოდის ჩვენებებზე მისი მიწვევით მონაწილეობა მიიღეს ჯენიფერ ლოპესმა, მადონამ, კრისტინა აგილერამ და დემი მურმა.
საინტერესოა, რომ დონატელა ვერსაჩეს წყალობით კომპანია მოდის სამყაროს საზღვრებს გასცდა. კერძოდ, Versace-მ ავსტრალიაში კურორტი, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კი სასტუმრო გახსნა.
მასალის გამოყენების პირობები