რუბრიკები
ანაკლია-ზუგდიდის საავტომობილო გზა დღის ბოლომდე გაიხსნება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური უფროსი, „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“  ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელს გოგიტა ბიგვავას პასუხობს. მაია ღურწკაიას თქმით, გოგიტა ბიგვავასგანცხადებები უსაფიძვლოა. „როგორც ჩანს ბიგვავამ არ იცის, რა რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული გზის შეკეთება. გამგეობამ ბევრი გზის კეთილმოწყობა უზრუნველყო და მომავალშიც  უამრავი გზის შეკეთება აქვს დაგეგმილი. რაც შეეხება გზის გადაკეტვას- ის დღის ბოლოს გაიხსნება. აღნიშნული სამუშაოები უამინდობის გამო გაიწელა “, - თქვა მაია ღურწკაიამ. პოლიტიკური პარტიის “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი გოგიტა ბიგვავა  ანაკლია-ზუგდიდის  საავტომობილო გზაზე, ევკალიპტის ხეების გასხვლის გამო ჩატარებულ სამუშაოებს, რამაც გზის გადაკეტვა გამოიწვია, პრესკონფერენციით გამოეხმაურა. მისი თქმით, დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობას, დაახლოებით, 3-კილომეტრიანი შემოვლითი და მოუწესრიგებელი გზის გავლა კვირაზე მეტია უწევს. ის ამბობს, რომ აღნიშნული სამუშაოების დაწყებამდე გამგეობას შემოვლითი გზის მოხრეშვა უნდა უზრუნველეყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.