რუბრიკები
ყველაზე ანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიები
ყველა ქვეყანაში არსებობს პროფესიების არჩევის საკუთარი კრიტერიუმები და რეიტინგები. პროფესიების მხრივ ვითარება შეიძლება კარდინალურად განსხვავდებოდეს, არა მარტო ეკონომიური სიტუაციიდან გამომდინარე, ასევე რეგიონებში პერსპექტიული ინდუსტრიული ტენდენციების გამო. მაგალითად, რომ შევადაროთ აშშ და რუსეთი, მათემატიკოსების საშუალო შემოსავალი ბევრად განსხვავდება. მაღალკვალიფიცირებული მათემატიკოსი დაახლოებით 100 ათას ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს წელიწადში, მაშინ როცა რუსეთში მაქსიმუმი არის 20-30 ათასი. ამასთან რუსეთში პროგრამისტების სამუშაო ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემოსავლიანი შეიძლება იყოს, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკელების. საქართველოში ქვეყნის ეკონომიური წყობის გამო მოთხოვნადი გახდა ისეთი პროფესიები, როგორიცაა გაყიდვების მენეჯერები და აგენტები. მენეჯერების შემოსავალი პერიოდულად უფრო მაღალია, ვიდრე ზოგიერთი კომპანიის ხელმძღვანელების და 4-5 ათასით ლარით მეტიცაა. ამასთან ეს პროფესია ითვლება, რომ არის რთული და ძნელი, ამავე დროს საშუალოდ შესაძლებელია ეფექტურად იმუშავოს ადამიანმა მხოლოდ 5-7 წელი. შემდეგი პროფესია, რომელიც არ შეიძლება არ აღინიშნოს,ეს არის პროგრამირება. დამწყებ პროგრამისტს თავიდანვე შეუძლია 700-1000 ლარამდე ანაზღაურება მიიღოს, რომელიც შემდგომ პერიოდში სასტარტო თანხიდან მხოლოდ გაიზრდება. ამ სფეროს მაღალკვალიფიციური წარმომადგენელი ასევე ბევრად მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე კომპანიების ხელმძღვანელები და შეიძლება ანაზღაურება 5-10 ათას ლარს შეადგენდეს. მესამე პროფესია, რომელიც დეფიციტურია, არის პროფესიონალი მენეჯერები. მათ ვისაც აქვს უნარი ეფექტურად მართოს კომპანია ან მისი განყოფილებები ძალიან მოთხოვნადია საქართველოში, მაგრამ ასეთი კადრები ძალიან ცოტაა. გამონაკლის შემთხვევაში, კომპანიები იძულებული არიან სპეციალისტები ჩამოიყვანონ სხვა ქვეყნებიდან. ასეთ თანამშრომლებს ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ პრეტენზია მაღალ შემოსავალზე და დაკავებულობაზე. საქართველოში ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული პროფესიონალი კადრების აყვანის სისტემა, მაგრამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კარგ მენეჯერს შეუძლია იმაზე მეტი ანაზღაურების მიღება, ვიდრე ამავე წარმოების მფლობელს აქვს. საქართველოში ყველაზე მაღალი ,,კონკურსი’’ არის დაბალანაზღაურებად სამსახურზე, რადგან აუცილებელი არ არის დიდი ცოდნა და კვალიფიკაცია. 200-300 ლარიან ხელფასზე კი ,,კონკურსი’’ მიმდინარეობს რამოდენიმე ათეულ ადამიანს შორის. ამავე დროს, იმ პროფესიებზე, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ ყოველთვის არის ვაკანსიები და თუნდაც თქვენ არც ისე სასიამოვნო ხასიათი გქონდეთ, მაინც მზად იქნებიან აგიტანონ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.