რუბრიკები
ალუბლის პიკანტური ტორტი
ინგრედიენტები ცომისთვის: ფქვილი - 1,5 ჩაის ჭიქა კვერცხი - 4ც შაქრის პუდრა - ¾ ჩაის ჭიქა კარაქი - 200 გ კაკაო - 2 ს.კ. გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ. კომპოტის ალუბლები - გემოვნებით კრემისთვის: ინგრედიენტები: რძე - 500 მლ შაქარი - 200 გ ფქვილი -40 გ კვერცხის გული - 4 ც. ვანილი რომი - 2 ს.კ. მინანქრისთვის: შოკოლადი - 200 გ კარაქი - 1 ს.კ. შოკოლადი - 50 გ დაშაქრული ალუბლები - გემოვნებით მომზადების წესი: გაცრილ ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი, გამდნარი კარაქი, შაქრის პუდრა და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, ფრთხილად ათქვიფეთ. გაყავით ორ ნაწილად (2/3-ით ან 1/3-ით). მცირე ნაწილს დაუმატეთ კაკაო. ღია ფერის ცომი ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში, შემდეგ მწკრივებად ზემოდან დაალაგეთ კურკაგამოცლილი ალუბლები. დაასხით მუქი ფერის ცომი. გამოაცხეთ საშუალო ტემპერატურაზე 25-30 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ კარგად გააციეთ. ვიდრე ბისკვიტი გაცივდება, მოამზდეთ კრემი: კვერცხის გულები შაქართან ერთად ათქვიფეთ, დაამატეთ ვანილი და ფქვილი. მიღებულ ერთგვაროვან მასას დაასხით მდუღარე რძე და კარგად გახსენით. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და მოხარშეთ ვიდრე არ გასქელდება. გაგრილების შემდეგ შეგიძლიათ შეათქვიფოთ 100 გ დარბილებული კარაქი ან ათქვეფილი ნაღები. შეგიძლიათ დაუმატოთ რომი. კრემი კარგად წაუსვით ბისკვიტს ზემოდან და გვერდებიც კარგად დაფარეთ. შოკოლადი გაადნეთ კარაქთან ერთად. მიღებული მინანქარი მოასხით ტორტს. მორთეთ მსხვილად გახეხილი შოკოლადითა და დაშაქრული ალუბლებით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.