კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ეკა ურიდიას ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ორშაბათს, 4 მაისს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი 220“, რის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ზუგდიდში 1 358 აბონენტს.
ასევე 4 მაისს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი 4“ და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქში მცხოვრებ 5 592 და სოფლებში: რიყე, კალინინი, ოდიში - 1 950 აბონენტს.
5 მაისს, ზუგდიდს ასევე გაეთიშება ელექტროენერგია, ამჯერად ტექნიკური სამუშაოების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გაითიშება „ზუგდიდი-4“. დროის ამ მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქში მცხოვრებ 1 292-სა და სოფელ ნაწულუკუში -168 აბონენტს.
მასალის გამოყენების პირობები