ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ პრინცესას დაბადებასთან დაკავშირებით გამოუშვა სამახსოვრო მონეტები 5-ფუნტიანი ნომინალით.
მონეტების დიამეტრი 38 მილიმეტრს შეადგენს. გაყიდვაში ჩაშვებულია 22-კარატიანი 400 მონეტა, თითოეული მათგანი 40 გრამს იწონის და 1800 ფუნტი სტერლინგის ღირებულებისაა. ამის გარდა გამოუშვეს 9500 ვერცხლის 28-გრამიანი მონეტა, თოთოეული მონეტის ფასი 80 ფუნტს შეადგენს.
ორივე მონეტის ავერსზე დედოფალ ელისაბედ მეორის პორტრეტი, რევერსზე კი სამეფო ხელისუფლების ნიშნები და წარწერა „კემბრიჯის პრინცი და პრინცესაა“ ამოტვიფრული.
ამის გარდა 2015 ვერცხლის პენს აჩუქებენ ყველა პატარას, რომელიც პრინცესას დაბადების დღეს გაჩნდა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ბრიტანეთის ზარაფხანამ სამეფო ოჯახის წევრის დაბადება ამგვარად აღნიშნა. როგორც The Daily Mail-ი წერს, 2013 წელს 5-ფუნტიანი ვერცხლის მონეტა პრინც ჯორჯის დაბადების აღსანიშნავად გამოუშვა. მისი 10-ათასიანი ტირაჟი რამდენიმე დღეში გაიყიდა.
გოგონა 2 მაისს ლონდონის წმინდა მარიას საავადმყოფოში დაიბადა. ახალშობილისთვის სახელი ჯერ არ დაურქმევიათ, წესის თანახმად, სამეფო ოჯახის ბავშვებს წინაპრების ან ნათესავების სახელებს არქმევენ. ბრიტანელი ბუკმეკერები ვარაუდობენ, რომ პრინცესას ალისას ან შარლოტას დაარქმევენ.
ამავე თემაზე: ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს გოგონა შეეძინათ
მასალის გამოყენების პირობები