ანაკლიის პოლიციის უფროსმა გელა ალანიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „კურიერს“ ზუგდიდის მთავარ სამმართველოში უკვე დაუდასტურეს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ალანია თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გელა ალანიამ თანამდებობა ანაკლიის პოლიციაში მომხდარი ჩხუბის შემდეგ დატოვა. არსებული ინფორმაციით, ალანიასა და ანაკლიის ინსპექტორს, გიორგი ცანავას შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ჩხუბის მიზეზი ალანიას მიერ ცანავასათვის მიცემული პირობა იყო, რომ ის მის ნათესავს თანამდებობაზე დანიშნავდა.
გელა ალანია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ახლო ნათესავია.
ვინ შეცვლის გელა ალანიას ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები