რუბრიკები
ფოთის პორტის თანამშრომლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ
ფოთის პორტის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელფასის 15 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ამ მოთხოვნით პორტის ადმინისტრაციას 10 დღიანი ვადა ჰქონდა განსაზღვრული, რომელიც დღეს ამოიწურა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა.
ნავსადგურის ადმინისტრაცია დღევანდელ საპროტესტო აქციას არ გამოხმაურებია, მათ არც ოფიციალური კომენტარი გააკეთეს. საპროტესტო აქციაზე 100-მდე ადამიანი შეიკრიბა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები