მეცნიერებმა დიეტურ საჭმელებზე მცირე კვლევა ჩაატარეს და ახალი შედეგები აღმოაჩინეს. მათი დასკვნით, ყველის დიდი რაოდენობით მიღება თქვენს ხანგრძლივ და ჯანმრთელ ცხოვრებაში მნიშვნელოვან წვლილს ასრულებს.
დანიელმა მკვლევარებმა თავიანთი აღმოჩენის შესახებ სტატია Journal of Agricultural and Food Chemistry-ში გამოაქვეყნეს. სტატიის მიხედვით, მიუხედავად დამატებული სხვა კალორიული საკვებისა, ყველი მეტაბოლიზმის პროცესს აჩქარებს და ადამიანებს შებერილობისგან იცავს.
კვლევა საინტერესოდ აღწერს და ხსნის მოვლენას, თუ რატომ არიან ფრანგები ჯანმრთელნი და თავისუფლები გულის დაავადებებისგან. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ერთი ფრანგი წელიწადში დაახლოებით 26 კილოგრამ ყველს მიირთმევს, რაც სხვა ქვეყნების მოსახლეობის ყველის სიყვარულის მაჩვენებელს აღემატება.
მასალის გამოყენების პირობები