“ათინათმა” სენაკსა და აბაშაში შეხვედრა გამართა (ვიდეო)
11:26 / 05.05.2015
ასოციაცია„ათინათმა“სენაკსა და აბაშის მუნიციპალიტეტში პროექტის „საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებაში“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და 2015–2017 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.
რაც შეეხება პრობლემებს და საჭიროებებს სენაკისა და აბაშის მუნიცპალიტეტის მოქალაქეებმა სოფლის მეურნეობის კუთხით დაფინანსების გაზრდა, გზების რეაბილიტაცია, გარეგანთების არარსებობა, გაუმართავი კანალიიზაციის სისტემა, გაზიფიცირება, კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების არარსებობა დაასახელეს. ასოციაცია „ათინათის „წარმომადგენლის გურამ ჩიხლაძის თქმით, „პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში, რომელიც შემდეგში რეგიონული განვითარების სამინისტროსა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსდება და საზოგადოების მიერ დასახელებული ყველა პრობლემა და საჭიროება მოგვარდება".
ცნობისთვის, პროექტს, რომლის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები