შემადგენლობა 1 პერსონისთვის:
120 გრამი ქორფა სალათის ფოთოლი;
მეოთხედი ლიმონი;
ერთი წითელი და ერთი მწვანე ბულგარული წიწაკა;
სამი წვრილი (ჩერის ჯიშის) პომიდორი:
ერთი კიტრი;
30 გრ. წითელი კომბოსტო და 30 გრ თეთრი კომბოსტო;
20 გრ ზეითუნის ზეთი;
10 გრ ბალზამიკოს ძმარი (შეიძლება, ჩვეულებრივი ზეთითა და ძმრით ჩააცვლოთ).
მომზადების წესი:
სალათის ფოთლები საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით და ჯამში ჩაყარეთ.
დაამატეთ წვრილად დაჭრილი თეთრი და წითელი კომბოსტო და წვრილ და გრძელ ნაჭრებად დაჭრილი კიტრი.
წითელ და მწვანე ბულგარულ წიწაკებს ამოაცალეთ გული, დაჭერით ასევე წვრილ და გრძელ ნაჭრებად და ესეც ჩაამატეთ.
დაამატთ გემოვნებით მარილი, ზეთი, ძმარი და კარგად აურიეთ. გადმოიტანეთ გაშლილ ლანგარზე.
გარშემო შუაზე გაჭრილი პომიდორები და თხლად დაჭრილი ლიმონი შემოულაგეთ და ფერადი „ეგზოტიკა“ მზად არის.
შენიშვნა:
ჩვეულებრივი ღვინის ძმარი სალათის ფოთოლს აჭკნობს, ამიტომ სასურველია, ძმარი ბალზამიკოსი იყოს.
თუ „ჩერის“ ჯიშის პომიდორი არ გვაქვს, შეიძლება ჩვეულებრივიც პომიდორი გამოვიყენოთ, მხოლოდ გულგამოცლილი სახით.
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები