რუბრიკები
Skype for Business კონფერენციის 10 000-მდე მონაწილის ტრანსლირებას შეძლებს
Microsoft-მა Skype for Business-ის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ყველაზე საინტერესო ამ ინფორმაციიდან აღმოჩნდა ახალი ბიზნეს-ხელსაწყოს შესაძლებლობა, რომელიც 10 000-მდე ადამიანის ერთდროულ ტრანსლირებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ფუნქცია ამჟამად არ მუშაობს, თუმცა Microsoft-ი მის განხორციელებას წლის ბოლომდე გვპირდება. Office 365-ის მეშვეობით დაგეგმილი ყველა შეხვედრა ორგანიზატორის სურვილით შეიძლება ავტომატურად გადაერთოს Skype for Business რეჟიმში. კორპორაციის დეველოპერები კონფერენციასთან დაკავშირების პროცესის მაქსიმალურად გამარტივებას გვპირდებიან, რაშიც მრავალი ქმედების შესრულების აუცილებლობის მოხსნას გულისხმობენ. „ძალიან მარტივია ვიდეო შეხვედრის რამდენიმე ქმედებით ორგანიზება. ყველაფერი ეს Surface Hub-თან Skype Room-ის საუკეთესო აპარატურული ინტეგრაციისა და ჩვენს პარტნიორებთან- Crestron, Polycom და Smart-თან თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.“- ნათქვამია Microsoft-ის განცხადებაში. კომპანიამ ასევე წარმოადგინა ინტერაქტიური ინფოგრაფიკა, რომელშიც სისტემური ადმინისტრატორები იპოვიან ყველაფერს, რაც მათ ესაჭიროებათ Skype for Business-ის საკუთარ კორპორატიულ გარემოში გასაშვებად: ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმათთვის, ვინც უკვე დანერგა Lync-ი საკუთარ კომპანიაში და ჯერ ვერ მოასწრო Skype for Business-ზე გადასვლა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.